понедельник, 11 июля 2016 г.

ინტელის ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია

გავიარე ინტელის ტრენინგი "პროქტებზე დაფუძნებული სწავლება". ტრენინგი გაწერილი იყო 9 სამუშაო დღეზე, 4-4 საათის განმავლობასში.  ტრენერი ავთანდილ ცნობილაძე. 
ინტელის ტენინგმა გვასწავლა თუ როგორ , რა მიმართულებით დავგეგმოთ პროექტი. პირველი ნაბიჯი იყო თემის შერჩევა, შემდეგ შევქმენი პუბლიკაცია. განვიხილეთ ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები , რომელიც მოიცავს:ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს. იმის გასარკვევად თუ რა ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ მოსწავლეებს თემის ირგვლივ დამეხმარა "ვმვ" ცხრილი. ვმვ ცხრილის შევსება სრულდება პროექტის ბოლოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პრეზენტაციის მომზადება, შევქმენი ჩემი თემის მიხედვით მოსწავლის ნიმუში. მოსწავლის ნიმუშები გავაკეთე შემდეგი: ბროშურა, პრეზენტაცია.  შევადგინე შეფასების  რუბრიკები თითოეული პროცედურისათვის.
დღეს  დავასრულეთ  პროექტზე  მუშაობა  და  გამოვაქვეყნეთ   პორტფოლიოები.
ტრენინგის  კურსი  იყო  მეტად  საინტერესო,  ბევრი  სიახლე  ვისწავლეთ.  მიღებულ  ცოდნას  გამოვიყენებთ  მოსწავლეების   სასარგებლოდ.   დიდი მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და რათქმა უნდა ჩვენს ტრენერს.

ინტელის პროექტი

среда, 6 июля 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია


დღეს განვიხილეთ მე-5 მოდული მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თუ  როგორ  უნდა  იქნას  მოსწავლის  პროექტები  შეფასებულირამდენად   უნდა  იყვნენ  მოსწავლეები  ჩართულნი  შეფასების  პროცესში,
ვიმუშავეთ მოსწავლის თვალით დანახულ პრეზენტაციაზე.



понедельник, 4 июля 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

დღემ ჩაიარა საინტერესოდ, ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება, ჩაშენება,  ფეიჯების ჩასმა ბლოგში და შევისწავლეთ მოსწავლეთა შეფასების განსაზღვრა,

пятница, 1 июля 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე
 საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი ტრენინგი, ვისწავლეთ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად , გავეცანით რესურს საავტორო უფლებების ქაოსს, გავეცანით ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალებებს, განვიხილეთ ელ-ფოსტაზე მუშაობა. ჩატი, გამოკითხვა კვლევა, შევქმენით გამოკითხვის ფორმები.

среда, 29 июня 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,  ვისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები) , გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი .

воскресенье, 26 июня 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია

გავეცანით სტანდარტებს, მიზნებს და ჩამოვაყალიბეთ, გეგმაში შევიტანეთ სტანდარტები და მიზნები , 21-საუკუნის უნარჩვევები.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

суббота, 25 июня 2016 г.

მე-2 დღის რეფლექსია




დავიწყეთ  ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა,  განვიხილეთ მისი მიზანი. განვიხილეთ პროექტებით სწავლა , შევქმენით პორტფოლიო, სადაც შევქმენით საქაღალდეები, რომელსაც ვიყენებთ სწავლების პერიოდში. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარჩვევებს ,  გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, ვნახეთ ინტელის საგანმანათლებლო ვებგვერდზე მოთავსებული პროექტები.
დავიწყეთ პროექტზე მუშაობა , შევადგინეთ ბუკლეტი.